შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია კუხალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გორდი, ხონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით 1957 წელს. მუშაობდა კიევის სამხედრო გარნიზონის ხარკოვის სამშენებლო გაერთიანების N536 სამხედრო-სამშენებლო რაზმში მშენებელ ოსტატად, სსრკ სამიმოსვლო გზების სამინისტროს გვირაბებისა და ხიდების N1 მშენებელ რაზმში - მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; იყო აფხაზეთის ასსრ ვაჭრობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო კანტორის უბნის უფროსი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; მუშაობდა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქვაჭრობსპეცრემმშენის" სოხუმის N1 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; იყო სს სამშენებლო კომპანია "იჟმშენის" სამუშაოთა მწარმოებელი, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს სამშენებლო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სს სამშენებლო კომპანია "თბილისის" ტექნიკური განყოფილების ინჟინერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.331
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |