The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან ლაბარტყავა

ამირან ლაბარტყავა
Date of birth:6 May, 1925  (98 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მუხურჩი, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს.

1942-1946წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1955 წლიდან N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი იყო; 1959-1966წწ. იყო საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გაერთიანება "საქფრინველმრეწვის" თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციას, კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს; იყო რამდენიმე ტექნიკური სახელმძღვანელოს ავტორი, ადგილობრივი საბჭოების რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, თბილისის ვაკის რაიონის ვეტერანთა საბჭოს წევრი (1998); საბრძოლო და შრომითი დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო სამამულო ომის I-II ხარისხის ორდენებითა და მედლებით და საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.332

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: