Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ლაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს ინჟინრად, საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად; იმავე სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის კომბინატის მთავარ ინჟინრად, დირექტორად, ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1972-1990წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი, N4 სამშენებლო ტრესტისა და ტრესტ "საქსოფლმშენინდუსტრიის" მმართველი; უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართლსა და კახეთში საზოგადოებრივი, კულტ-საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების მშენებლობაში, სოფლად მშენებარე ობიექტებზე ინდუსტრიული მეთოდების დანერგვაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.332-333 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |