შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ანდრონიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი 1958 წელს. მწერალ ბორის პილნიაკის (ვოგაუ) და ქართველი კინომსახიობის კირა ანდრონიკაშვილის ვაჟი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 1957 წელს კინორეჟისორმა მ. ჭიაურელმა მიიწვია თავად არჩილის როლზე ფილმში "ოთარაანთ ქვრივი". ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას. მუშაობდა გაზეთ "ლიტერატურნაია გაზეტაში", შემდეგ წლებში კი სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში რედაქტორად. 1973-1989წწ. გამოსცა 7 პროზაული კრებული. წლების განმავლობაში მუშაობდა ისტორიულ მასალაზე საქართელო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ, მიუძღვნა ისტორიული ნარკვევები და წერილები. მისი სცენარებით გადაღებულია მხატვრული ფილმი "კაპიტნები" (თ. გომელაური, 1974), სატელევიზიო დოკუმემტური სერიალი "გზა" (მ. კოკოჩაშვილი, 1983), დოკუმენტური ფილმები: "დეკაბრისტი სუდგოფი", "ორო დებიუტი" (ნ. კუზანოვი, 1986), "თავადი გრუზინსკი" (ჟ. ლომიძე, ი. შველიძე, 1987). წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 35; kino-teatr.org ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |