Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი პაპაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კობიაანთკარი. ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე. 1920 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის მეუღლესთან თანაავტორობით დაწერილ წიგნს "Anything Can Happen" (გამოქვეყნდა 1945 წელს, ხოლო ქართულად თბილისში, 1966 წელს), რომელიც იქცა ბესტსელერად და რომლის 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. პირველ მსოფლიო ომის დროს მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. იქ ორი წელი დაჰყო, ომის დასრულების შემდეგ კი ამერიკის ვიზის შოვნა და შტატებში გამგზავრება მოახერხა. პაპაშვილმა მრავალი სამუშაო გამოიცვალა – იყო მზარეული, ჭურჭლის მრეცხავი. ერთხანს ჰოლივუდშიც კი უმუშავია. მის ბიოგრაფიაში გამორჩეული ადგილი უკავია მეუღლესა და თანაავტორს – ჰელენ უოლტს. ტანდემი შედგა და მალე მთელი ამერიკა მათზე ალაპარაკდა. 1952 წელს წიგნის – "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" მიხედვით, ჰოლივუდში ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს. გიორგი პაპაშვილი ცნობილია იმითაც, რომ აღიარებული სკულპტორი იყო. ძირითადად ქმნიდა ცხოველთა სკულპტურებს. 1979 წელს პენსილვანიაში გამოიცა მისი სკულპტურების ფოტო-ალბომები. პაპაშვილი მოხსენიებულია მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიაში. მეუღლეთა კალამს ეკუთვნის სხვა ნაწარმოებებიც: "Dogs and People" (1954), "Home and Home Again" (1973) და მრავალი სხვა. მათვე 1946 წელს გამოსცეს ქართული ხალხური ზღაპრების კრებული "Yes and No Stories". 1960-იან წლებში, უცხოეთში გატარებული 40 წლის შემდეგ, გიორგი პაპაშვილი საქართველოში, მშობლიურ კობიაანთკარში დაბრუნდა. მწერალს თან ახლდა ერთგული მეუღლე. თბილისში ყოფნისას პაპაშვილები მწერალთა კავშირს ესტუმრნენ და ქართველ მწერლებს შეხვდნენ. ჰელენ და გიორგი პაპაშვილებმა აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რათა ამერიკელ ხალხს უკეთ გაეცნო ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი კულტურა. წყარო: ჟურნალი Civicus: civicuscela.wordpress.com; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.135 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |