Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე პაპუწისშვილი-ქსიფილინოსი![]()
BiographyXVIII საუკუნის ქართველი მწიგნობარი, წარმოშობით ბერძენი. თბილისის სემინარიის რექტორის იოანე ოსეს ძის (ოსეშვილის) დახმარებით შეისწავლა ქართული ენა და გაქართველდა კიდევაც. ამიტომ ხელნაწერებში თავს ბერძნული გვარით კი არა, უფრო ხშირად პაპუწისშვილად იხსენიებს. ანტონ I კათოლიკოსის დავალებით ბერძნულს შეუჯერა ქართული ზატიკი (გამოიცა 1788) და გაიოზ რექტორის მიერ რუსულიდან გადმოთარგმნილი "დაუჯდომელი" (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი A-813). ბერძნულიდან გადმოთარგმნა "აღსარება კეთილთა საქმეთა, წინააღმდგომთა ცოდვისათა" (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი A-711), მანუილ ქსანთინოსის კანონიკური შრომა "ქორწინებისა თავთათვის" (თარგმნა 1785) და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.671
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |