შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუხუტი ლაზარიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო-სამარკშეიდერო სპეციალობით 1958 წელს. 1959-1969წწ. მუშაობდა რუსთავის ქიმიური ქარხნის მექანიკოსად, საამქროს ცვლის უფროსად, საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1969 წელს 3 წლით მივლინებული იყო მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; მონღოლეთიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო რუსთავის ქიმიურ ქარხანაში, საიდანაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით გადმოყვანილ იქნა ქ. თბილისში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეცსამონტაჟო სამუშაოთა მთავარი სამმართველოს "საქმონტაჟსპეცმშენის" საწარმოო სამართველოს უფროსად; შემდეგ მუშაობდა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სამრეწველო და სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, მათ შორის: რუსთავის ქიმიური, ქუთაისის საავტომობილო, ზესტაფონის ფეროშენადნობთა და ახალქალაქის საბაგირო გზების დანადგართა ქარხნების მშენებლობაში; ოპერატიულად უწევდა კოორდინაციას მემონტაჟეთა მრავალათასიანი კვალიფიციური კოლექტივების საქმიანობას; დაჯილდოებულია მონღოლეთის რევოლუციის 50 წლისთავის საიუბილეო მედლით; 2013 წლის ბოლომდე მუშაობდა სააქციო საზოგადოება "მონტაჟსპეცმშენის" გენერალური დირექტორის მოადგილედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.334 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |