შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ლაზარიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოების სპეციალობით 1972 წელს. 1972-1975წწ. მუშაობდა საქართველოს გზების მოწყობის საპროექტო ინსტიტუტში ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1975-1978წწ. სამშენებლო ტრესტ "შიმანოვსკტრანსსტროიში" (ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობაზე) სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1978-1982წწ. თბილისის ზონალურ ს/კ ტიპიური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1983-2010წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" N3 არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად, სახელოსნოსა და ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად; მის მიერ დამუშავებული პროექტებია: პოლიკლინიკების შენობები თბილისში - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, ლესელიძის, ლუნაჩარსკის ქუჩებზე, დიღმის მასივისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ტუბსაავადმყოფოს მთავარი კორპუსი, საცხოვრებელი სახლები შევჩენკოს, გოთუას, კახოვკის, მიცკევიჩის, ატენის ქუჩებზე, მუხიანისა და ვაზისუბანში, სისხლის გადასხმის ინსტიტუტის შენობა, ფირმა "აიას" საოფისე შენობა და სასტუმრო (აღმაშენებლის გამზირზე), კორპორაცია GIF-ის საოფისე შენობა, "თი-ბი-სი ბანკის" ცენტრალური (რეკონსტრუქციის პროექტი) და სიღნაღის ოფისები, მუხრან-ბატონის სასახლის კომპლექსი (რესტავრაცია-რეკონსტრუქცია-მიშენება), რესტორანი "მარაბდა" (რეკონსტრუქცია-მიშენება), წმ. ექვთიმეს ტაძარი (თბილისში, ბაქოს ქუჩაზე), პანსიონატი ქ. გელენჯიკში; მშენებარე პროექტები: ქუთაისის ისტორიული ცენტრი (რეკონსტრუქცია-რესტავრაცია), ბათუმის არსებული რკინიგზის (რეკონსტრუქცია), ბიზნეს-ცენტრი "სოლოლაკი" (თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე), დიღმის დიაგნოსტიკური ცენტრი (ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე), ქირურგიული კორპუსი (N1 საავადმყოფოს ტერიტორიაზე) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.335 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |