Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოლიათ ლაკერბაია![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში; 1954 წლიდან მუშაობდა კოლხეთის ზონაში მშენებარე ობიექტებზე; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, კოლხეთის ზონაში მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორი, სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მთავარი ინჟინერი; მისი მონაწილეობით აშენდა კოლხეთის დაბლობზე არსებული ირიგაციული და სამელიორაციო სისტემების უმრავლესობა, დაშრობილ მიწებზე შექმნილი მეციტრუსეობის მეურნეობის კომპლექსები; მრავალი კომუნალური და სამოქალაქო ნაგებობები ქ. ფოთში, წყალგამყოფი კვანძი მდ. რიონზე და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.336 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |