Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ლაღიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა მოსკოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1925 წელს. 1919 წლიდან მუშაობას იწყებს სამხედრო-სამშენებლო ორგანიზაციაში, აეროდრომის მშენებლობაზე ტექნიკოსად; 1920-1921წწ. მუშაობდა ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ; 1924 წელს გადაიყვანეს "ზაჰესის" მშენებლობაზე; 1925-1926წწ. მუშაობდა ს/ს "საქართველოს მანგანუმში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1926-1928წწ. სამშენებლო განყოფილების უფროსად; 1928-1932წწ. კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1932-1933წწ. მუშაობდა ქარხანა "ბაკურიანის ანდეზიტის" კაპმშენებლობის განყოფილების ტექნიკურ დირექტორად; 1933-1935წწ. "საქნავთობის" სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1935-1936წწ. ტრესტ "აზნეფტის" კაპმშენებლობის სამმართველოს უფროს ინჟინრად; 1936-1962წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" სამოქალაქო მშენებლობის განყოფილების უფროსად, შემდეგ ფოთის ახალი ნავსადგურის მშენებლობის უფროსად; 1947-1953წწ. იყო ქ. ფოტის მთავარი არქიტექტორი; 1953-1961წწ. მუშაობდა ფოთის ნავსადგურის მთავარ ინჟინრად; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ათობით მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა, მათ შორის: 75-ბინიანი საცხოვრებელი სახლი "კოლხეთმშენის" თანამშრომლებისათვის, სამხედრო ჰოსპიტალი ქ. ფოთში აკაკის ქუჩაზე, ქ. ფოთის კუტურისა და დასვენების პარკის კომპლექსი, სტადიონ-იპოდრომი 1000-მეტრიანი სარბენი ბილიკით, საფეხბურთო სტადიონი 5 ათას მაყურებელზე, ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ადმინისტრაციული და ლაბორატორიული კორპუსები, ფოთის პორტის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები და საზღვაო ვაგზლის მშენებლობა, საქალაქო სპორტული დარბაზის მშენებლობა 1000 მაყურებელზე და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.337
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |