The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ყიფშიძე

ზაქარია ყიფშიძე
სხვა სახელი:შაქრო ფრონელი
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1873
გარდაცვ. თარიღი:26 მაისი, 1938  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საღოლაშენი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი; სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა; საბოლოოდ სამხედრო გზა აირჩია და მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი დაამთავრა. 

1894 წელს პოდპორუჩიკის ჩინი მიიღო, 1898-ში პორუჩიკის, 1902-ში შტაბსკაპიტანის, 1906-ში კაპიტნის, 1911 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინი, ხოლო 1915 წელს წარჩინებისთვის პოლკოვნიკის ჩინი  მიანიჭეს; მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ოში. სამხედრო-საინტენდანტო აკადემიის დამთავრების შემდეგ, საკუთარ ნაწარმოებებსა  თუ წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში; 1905-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოს მაგიდის უფროსად. 1917 წლამდე მსახურობდა კავკასიის 1-ი მსროლელი ბრიგადის ინტენდანტად. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. 1920 წელს მიენიჭა გენერლის წოდება; 1921 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ცხოვრობდა თბილისში. დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებითა და ორდენებით. ქართველი გენერალ-მაიორი. გრიგოლ ყიფშიძის ძმა.

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.44

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

გააზიარე: