The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია არაბული

მზია არაბული
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1975 წელს.

კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. მონაწილეობს ფილმებში: "ესკულაპეს მოწაფე" (ო. აბესაძე, 1977); "დაუვიწყარი დღე" (თ. მაღალაშვილი, 1977); "წინაპართა მიწა" (გ. ლორთქიფანიძე, გ. ჭოხონელიძე, 1979); "ზღაპარი" (კ. სურმავა, 1980); "მოხუცი მემანქანე" (თ. გოშაძე, 1981); "სიბრძნის კარავი" (ო. კობერიძე, 1982); "ამბავი სურამის ციხისა" (ს. ფარაჯანოვი, დ. აბაშიძე, 1984); "ადამიანთა სევდა" (გ. ჩოხელი, 1984); "ზოგი ჭირი მარგებელია" (პ. ჩარკვიანი, 1984); "ხარება და გოგია" (გ. შენგელაია, 1987); "ვამეხი და გოგია" (ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა, 1987); "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩესი" (რ. ჩხეიძე, 1989) და სხვ. მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ლოლიტა" (რ. გორგობიანი, 1991).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 38; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ვებგვერდი: tumanishvilitheatre.ge


გააზიარე: