შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტიტე ართმელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის მაზრა, გლეხის ოჯახში. დაამთავრა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი (1-ი თანრიგით); ტფილისის ქვეითთა იუნკერთა სასწავლებელი (1-ი თანრიგით). ჯარში მსახურობდა 1885 წლიდან. 1885 წლიდან მსახურობდა 156-ე ელიზავეტპოლის (აზერბაიჯანი) პოლკში. მეთაურობდა ასეულს. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. ომის დროს მსახურობდა თურქესტანის 23-ე მსროლელ პოლკში, მეთაურობდა ბატალიონს. 1915 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1917 წელს დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა თურქესტანის მე-16 მსროლელი პოლკის მეთაურად. 1917-1918 წლებში იყო 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაური. 1917 წლის ბოლოს გადადგა სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთაურობდა ქართული კორპუსის 1 -ლ და მე-2 ქვეით დივიზიებს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მოღვაწეობდა ქართული წითელი არმიის სამხედრო სკოლაში, ამზადებდა "წითელ" მეთაურებს. 1916 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ოქროს იარაღით. ქართველი გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.48: dspace.nplg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |