შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ აჯიბეგაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კინო-ფოტო ხელოვნების ფაკულტეტი დოკუმენტური და ტექნიკური ფილმების ავტორ-ოპერატორის სპეციალობით 1984 წელს. 1985 წლიდან მუშაობს ქდსპფ სტუდია "მემატიანეში". გადაიღო ფილმები: "მეორე შტურმი" (ო. გურგენიძე, 1985), "გუდაურის გაზაფხული" (1986), "თბილისობა-87" (ჯ. ჭიჭინაძე, 1987), "მონოლოგი" (ვ. ანდრიევსკისთან ერთად/თ. ხაჩიძე, 1988), "კლაუსის ოინები" (ა. ბარაბიძე, 1989) და სხვ., კინოჟურნალების "საბჭოთა საქართელო" და "ადამიანი და კანონი" სიუჟეტები. საქართველოს ტელევიზიის I არხის მივლინებით იღებდა აფხაზეთის ომის (1992-1993) მოვლენებს. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 42; საქართველოს კინოაკადემია/Georgian Film Academy: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |