Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ ლაჩაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974-1977წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს თელავის N2 საგზაო-საექსპლუატაციო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; მონაწილეობდა კახეთის რეგიონში საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებში; 1977-1993წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს თელავის N9 ხიდების სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, მონაწილეობდა კახეთის რეგიონში გზების, ხიდების და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში; 1993 წლიდან შპს "რიუსპირი"-ს და 2005 წლიდან შპს "გზამშენი-2005"-ს დირექტორია; კახეთის რეგიონში და თიანეთის მუნიციპალიტეტში ასრულებდა გზების, ხიდების და ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს; საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში წარმატებული მონაწილეობისათვის, ასევე, როგორც მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტი არაერთგზის იქნა დაჯილდოებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საპატიო სიგელებითა და სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.339
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |