The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე (გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი)

ალექსანდრე
Legal name:ალექსი ოქროპირიძე
Date of birth:26 October, 1824
Date of death:9 November, 1907  (at 83 years)
Burial location:შიომღვიმის მონასტერი, მცხეთა
Category:Religious leader, Saint

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დისევი, მაშინდელი გორის მაზრა.

გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, 1850 წელს, დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია.

სამშობლოში დაბრუნებული, ჯერ იყო მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შემდეგ-აფხაზეთის არქიმანდრიტი, 1862-1869წწ. აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1869-1882წწ. და 1886-1898წწ.  გორის ეპისკოპოსი, ქართლ-კახეთის ეპარქიის ქორეპისკოპოსი, 1882-1885წწ.- გურიის ეპისკოპოსი, 1898-1903წწ.- გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. იღვწოდა ქართული ენისა და კულტურის დასაცავად. დასვა საკითხი საქართველოს სასულიერო სკოლებში ქართული ენის სავალდებულო საგნად შემოღების შესახებ. 1903 წელს გადააყენეს თანამდებობიდან. წმიდა ალექსანდრემ განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლების საქმეს. მან აღმშენებლობითი საქმე აფხაზეთიდანვე დაიწყო-სოხუმში თავისი ღვაწლითა და საფასით აღადგინა ორი ეკლესია, ქართლ-კახეთსა და შემდეგ გურია-სამეგრელოში მოღვაწეობისას განაახლა და აღაშენა შიო-მღვიმის, ზედაზნის, დავით გარეჯის მონასტრები, დიდძალი თანხა გაიღო შემოქმედის მონასტრის აღდგენის დასაწყებად, აღადგინა და განაახლა მცხეთის ჯვრის მონასტერი, მცხეთის ათორმეტ მოციქულთა სახელობის დიდი ტაძარი, მშობლიური სოფლის, დისევის ეკლესია, უამრავი ეკლესია გურია-სამეგრელოსა, აჭარასა და იმერეთში. მან მთლიანად აღადგინა შიომღვიმის მონასტერი, ბერებისთვის ააგო სავანეები, შიომღვიმეში გაიყვანეს გზა, მდინარე მტკვარზე გამართა ბორანი, ძეგვში დააარსებინა რკინიზგის ბაქანი მატარებლის გასაჩერებლად, მონასტრის შემოგარებსა და მცხეთაში, მტკვრის გასწვრივ მონასტრისთვის შეიძინა ბაღები და ვენახები, აღადგინა ძველი სამონასტრო ტრადიციული მეურნეობა: მევენახეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა. წმიდა ალექსანდრეს ფინანსური დახმარებით 1878 წელს, თბილისში დაარსდა ეპარქალური ქალთა სასწავლებელი, მის მიერ გაღებული საფასით, ინიციატივითა და რეკომენდაციით დაიბეჭდა მრავალი სასულიერო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და საგალობლების კრებული. მან დიდძალი ფული შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და საეკლესიო მუზეუმს, ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები. ქართველი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე.

წყარო: orthodoxy.ge


Share: