შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პიროსი (ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დისევი, მაშინდელი გორის მაზრა. დაწყებითი განათლება ალავერდის მონასტერში მიიღო. თბილისის სასულიერო სასწავლებელის დასრულების შემდეგ გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1893-1896წწ. სწავლობდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1900 წელს დაასრულა. 1900 წ. სექტემბერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი პიროსი. 1907 წ. აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში. 1915 წ. 10 დეკემბერს დაინიშნა ალავერდის ეპარქიის მმართველად. 1916 წ.15 იანვარს მოხდა მისი კურთხევა ეპისკოპოსად პეტროგრადის წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ალავერდის ეპისკოპოსად. 1917 წ. სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია ალავერდის საეპარქიო კათედრაზე სახელწოდებით "ალავერდელი". ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |