Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასო წულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის 2-კლასიანი სკოლა. 1901-1902წწ. მეორე კლასამდე სწავლობდა ბათუმის გიმნაზიაში, საიდანაც გამოვიდა სწავლის ქირის არქონის გამო. ადრეული ასაკიდან ჩაერთო სოციალისტურ მოძრაობაში; მონაწილეობდა ბათუმის ნავთობის ქარხნების მუშათა მოძრაობაში, გურიის გლეხთა მოძრაობასა და 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1906 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1908 წელს მეფის რეჟიმმა დააპატიმრა პოლიტიკური საბაბით. 1910-იანი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული პრესის გამოცემებს; იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1911 წლიდან იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1914 წლისათვის მუშაობდა მურღულის მადნის დამამუშავებელი ქარხნების საავადმყოფოს სალაროს გამგედ. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მომდევნო წლებში მუშაობდა გაზეთ "ერთობის" საგამომცემლო ნაწილის უფროსად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამეურნეო-საგამგეო კომისიის თავმჯდომარე და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი. 1921 წელს იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, მუშაობდა პარტიის თბილისის ორგანიზაციაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა "სტამბოლის პოლიტიკურ კომისიაში", ემიგრანტულ მთავრობისა და საქართველოს იატაკქვეშა მოძრაობის მაკოორდინირებელ რგოლში. მოგვიანებით საცხოვრებლად პარიზში გადასახლდა. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.465 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |