Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ჟიჟილაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკუმი მიმოსვლის გზათა ტექნიკოსის კვალიფიკაციით 1933 წელს. 1934 წლიდან სამხედრო სამსახურს გადიოდა სარკინიგზო ჯარებში. იყო ოცეულის მეთაური, ტექნიკური სადგურის ბატალიონის უფროსი; 1939 წელს დაამთვრა მეთაურთა კვალიფიკაციის ხუთთვიანი კურსები. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1942 წლიდან; ასრულებდა ბრიანსკის ფრონტის სარკინიგზო ჯარების შტაბის ხიდების უფროსი ინჟინრის მოვალეობას; 1942 წელს მაიორის წოდებით დაინიშნა 82-ე სამშენებლო-საგზაო სარკინიგზო ბატალიონის მეთაურად. ომის დასასრულს პოლკოვნიკი ჟიჟილაშვილი იყო სარკინიგზო ბრიგადის მეთაური; შემდეგ სარკინიგზო ჯარებში გააგრძელა სამსახური; 1950 წელს დაამთავრა სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია; იყო მე-4 და მე-7 სარკინიგზო კორპუსების მეთაურის მოადგილე; პირველი სარკინიგზო კორპუსის მეთაური; 1964-1973წწ. სარკინიგზო ჯარების შტაბის უფროსი; 1973 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტის წოდებით გადაყვანილ იქნა ტექნიკური სამსახურის თადარიგში. დაჯილდოებულია ორდენებითა და 16 მედლით; ცხოვრობდა მოსკოვში; მისი სახელი მიკუთნებული აქვს ქუჩებს ციმბირსა და უკრაინაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.483-484; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.252 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |