The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ჟიჟილაშვილი

შალვა ჟიჟილაშვილი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1913
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1992  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პრეობრაჟენსკოეს სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკუმი მიმოსვლის გზათა ტექნიკოსის კვალიფიკაციით 1933 წელს.

1934 წლიდან სამხედრო სამსახურს გადიოდა სარკინიგზო ჯარებში. იყო ოცეულის მეთაური, ტექნიკური სადგურის ბატალიონის უფროსი; 1939 წელს დაამთვრა მეთაურთა კვალიფიკაციის ხუთთვიანი კურსები. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1942 წლიდან; ასრულებდა ბრიანსკის ფრონტის სარკინიგზო ჯარების შტაბის ხიდების უფროსი ინჟინრის მოვალეობას; 1942 წელს მაიორის წოდებით დაინიშნა 82-ე სამშენებლო-საგზაო სარკინიგზო ბატალიონის მეთაურად. ომის დასასრულს პოლკოვნიკი ჟიჟილაშვილი იყო სარკინიგზო ბრიგადის მეთაური; შემდეგ სარკინიგზო ჯარებში გააგრძელა სამსახური; 1950 წელს დაამთავრა სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია; იყო მე-4 და მე-7 სარკინიგზო კორპუსების მეთაურის მოადგილე; პირველი სარკინიგზო კორპუსის მეთაური; 1964-1973წწ. სარკინიგზო ჯარების შტაბის უფროსი; 1973 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტის წოდებით გადაყვანილ იქნა ტექნიკური სამსახურის თადარიგში. დაჯილდოებულია ორდენებითა და 16 მედლით; ცხოვრობდა მოსკოვში; მისი სახელი მიკუთნებული აქვს ქუჩებს ციმბირსა და უკრაინაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.483-484; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.252

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - სოციალისტური შრომის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: