Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ტარიელ ლელუაშვილი![]()
Biographyდაამთავრა დნეპროპეტროვსკის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სარკინიგზო ნაგებობათა და სალიანდაგო მშენებლობის სპეციალობით 1979 წელს. 1967 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის სპეციალიზებულ ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" თბილისის სამშენებლო სამმართველოში; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, ტრესტის N131 სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1992 წლიდან სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის, სარკინიგზო ვაგზლების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის, რკინიგზის N1 და N2 საავადმყოფოების, თემქისა და მუხიანის მასივებში დარგის თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას; დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.341; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.175 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |