The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალა ბარაბაძე

ალა ბარაბაძე
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი და ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი 1985 წელს.

მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად და ქდსპფ სტუდია "მატიანეში" რეჟისორად. გადაიღო სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები: "სევდიანი ვალსი" (1986), "და მაინც მიუგებს" (თ. ბაქრაძესთან ერთად, 1987), "რეპორტაჟი საწარმოდან", "მესხების ოჯახი" (1987), "მარად ცოცხალი ხელოვნება"(1988), "ლაბირინთი" (1989), "ჰიპოკრატეს ფიცი" (1990) და სხვ. გადაღებულია ფილმში "აქედანა და შენამდე" (1982). 2000 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011 : ენციკლოპედიური ლექსიკონი .- თბ., 2011.- გვ. 46; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: