The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ლეჟავა

ილია ლეჟავა
Date of birth:9 January, 1941  (83 years)
Category:Engineer, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

სტუდენტობის წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა საკალათბურთო სპორტში; იყო საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის "ქარიშხალას" ლიდერი მოთამაშე; 1968 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა მოსკოვის ტრესტ "ორგენერგომშენის" თბილისის ფილიალში; 1975-1980წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში მუშაობდა სასწავლო კომბინატის დირექტორად; 1980-1986წწ. მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1986-1993წწ. გორის საშენ მასალათა საწარმოო კომბინატის გენერალურ დირექტორად; მონაწილეობდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე წარმოებული მსხვილპანელოვანი (135-ე სერიის ტიპური პროექტების მიხედვით) საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და საკომუნიკაციო ქსელების, გზებისა და საკარიერო სამშენებლო სამუშაოების შესრულებაში; იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი კალათბურთში, სსრკ სპარტაკიადის ორგზის მონაწილე, სსრკ სტუდენტი ახალგაზრდობის პირველობის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის სპორტული საზოგადოება "ბურევესტნიკის" წევრი, საერთაშორისო შეჯიბრებებში არაერთხელ გამარჯვებული.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.342-343

Member of Organizations

  • საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, საპატიო წევრი
  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • ღირსების მედალი
  • საპატიო ნიშნის მედალი
  • სპორტის დამსახურებული ოსტატი (კალათბურთი)
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: