შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლექვინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1971 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში "საქქალაქმშენსახპროექტი" და "საქვაჭრობპროექტი" - პროექტის მთავარ არქიტექტორად, არქიტექტურულ-დიზაინერულ კოოპერატივ "გარანტიაში", საპროექტო-სამშენებლო ფირმა "ჯი-ელ"-ის პრეზიდენტია; მისი თანაავტორობით, ავტორობით და უშუალო მონაწილეობით რეკონსტრუქცია-რესტავრაცია გაუკეთდა და აშენდა, ქ. თბილისში: ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, საბავშვო ბაგა-ბაღი მეჩნიკოვის ქუჩაზე, კაფე "მაიკო" აღმაშენებლის გამზირზე, ოსური ლუდის ბარი ორთაჭალაში, უნივერმაღი ქ. ბორჯომში, ლაღიძის წყლები-სახაჭაპურე ქ. ზუგდიდში, რესტორნები - ქ. გაგრაში, ქ. ბიჭვინთაში, ქ. ბათუმში, კერძო ინდივიდუალური სახლები თბილისსა და საგარეჯოში, საბავშვო ბაღის დეკორატიული-საცურაო აუზი კანდელაკის ქუჩაზე ქ. თბილისში და სხვა; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსში და არის ამ კონკურსების ლაურეატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.343-344 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |