Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ლითანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით საავტომობილო გზები 1982 წელს; ამავე ინსტიტუტის მეორადი ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობის განხრით 1982 წელს; გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსური მართვის კურსი 1984 წელს. 1982-1986წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N24 საგზაო სარემონტო სამმართველოში; 1986-1989წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს აპარატში ინჟინრად, ეკონომიკური და ფინანსური განყოფილების მთავარ ინჟინრად; 1989-1999წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საწარმოო "საქავტომაგისტრალის" მთავარი მენეჯერის მოადგილე, მოგვიანებით კომპანიის მთავარი ინჟინერი; 2000-2003წწ. მუშაობდა კერძო ბიზნესის სფეროში მრავალფუნქციური კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად, საქართველოსა და რუსეთში; 2004 წლიდან იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს წევრი, ასევე სატენდერო საბჭოს წევრი; მისი მონაწილეობით განხორციელებულია მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი - არაბეთის ეკონომიკური განვითარების კუვეიტის ფონდის, მსოფლიო ბანკის, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის განვითარებისა და საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროექტები; არის საქართველოს გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ასოციაციის თანადამფუძნებელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.344 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |