The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე (მიტროპოლიტი)

იოანე
Legal name:ნიკოლოზ მარღიშვილი
Date of birth:1874
Date of death:13 November, 1929  (at 55 years)
Burial location:სიონის საკათედრო ტაძარის ეზო, თბილისი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1893-1899წწ. მუშაობდა ჯერ გორის, შემდეგ ყიზლარის ტაძრების საეკლესიო-სამრევლო სასწავლებლებში. 1900 წ. 28 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელად იოანე. 1901წ. 28 იანვარს ხელდასხმული იქნა მღვდელმონაზვნად. 1904წ. გადაიყვანეს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. იქიდან, როგორც წარჩინებული სტუდენტი, გადაყვანილ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1905წ. 1910-1914წწ. იოანე სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1914წ. 2 სექტემბერს დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად, 1915წ. 10 აგვისტოდან მუშაობდა გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1915 წ. 29 აგვისტოს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1917წ. 21 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად. 1919წ. არქიმანდრიტი იოანე სოხუმში მოღვაწეობდა. მალე იგი დაინიშნა ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტის ამბროსის მოადგილედ. 1920წ. 1 სექტემბრიდან იყო გურჯაანის სასწავლებლის ინსპექტორი, ხოლო 1921 წ.15 ოქტომბერს არქიმანდრიტი იოანე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 1925წ. 7 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი იოანე განთავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან და დაინიშნა ალავერდის ეპარქიის დროებით მმართველად, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობის გამო უჭირდა ეპარქიის მართვა, მას სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა. 1925წ. 15 ოქტომბერს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის, ერთი თვით შვებულების აღების თაობაზე. საკათოლიკოსო საბჭომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ იგი დანიშნეს ურბნისის ეპარქიის მმართველად. მიტროპოლიტი იოანე ვერ ახერხებდა ეპარქიაში ყოფნას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მაგრამ თბილისიდან მართავდა ეპარქიას. 1926წ. 14 იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს განსახილველად წარუდგინა თავისი სამაგისტრო დისერტაცია, მაგრამ საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით მიტროპოლიტ იოანეს არ მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი. 1926წ. 1 ივნისს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს, გაეთავისუფლებინათ ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან. 20 ოქტომბერს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, 3 ნოემებრს კი დანიშნეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. მიტროპოლიტმა იოანემ 18 დეკემბერს კვლავ განცხადებით მიმართა საკათოლიკოსო საბჭოს და ითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება. 1927წ. 20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ გამოიტანა შემდეგი განჩინება, რომ მიტროპოლიტი იოანე დარჩენილიყო თავის ეპარქიაში და დასწრებოდა დროებითი მმართველობის მიერ დანიშნულ სხდომებს. ამ პირობების შეუსრულებლობის გამო იგი 1927წ. 3 მარტს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მიტროპოლიტი იოანე ორი თვით რუსეთში გაემგზავრა. 1928წ. 20 ოქტომბერს მიტროპოლიტი იაონე დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.318


Share: