შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა ჟღენტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვაციხე, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს (პირველი გამოშვება). 1957-1973წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას. აღზარდა ქართველ თერაპევტთა მრავალი თაობა. იკვლევდა ბორჯომის მინერალური წყლის სამკურნალო თვისებებს, ქართულ კერძებში გამოყენებულ გემოს მიმცემ ნივთიერებებს და ქართული ღვინოების მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლზე, სანაღვლე გზებზე და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. საქართველოში პირველმა აღწერა ფასციოლოზის შემთხვევა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართველი მეცნიერი-თერაპევტი და პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1956). ლიტერატურის კრიტიკოსის ბესარიონ ჟღენტის და. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.263 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |