შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჟღენტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დაბლაციხე, ქუთაისის გუბერნია. დაიბადა გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. აქტიურად მონაწილეობდა გლეხთა რევოლუციურ მოძრაობაში გურიაში; ეწეოდა პარტიულ საქმიანობას ბათუმში, ჭიათურაში, ქობულეთში, ქუთაისში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის არმიის ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ერთ-ერთი ორგანიზატორი. რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის ოქტომბრიდან რსდმპ-ს კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი; 1919 წელს ელისავეტგარდის გარნიზონის სამხედრო კომისარი და უფროსი; ამავე წლიდან ოდესის სამხედრო კომისარი; 1919 წლის ბოლოს მონაწილეობდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში აზერბაიჯანში მუსავატისტების და საქართველოში მენშევიკების წინააღმდეგ; 1921-1922წწ. საქართველოს კპ(ბ) აჭარის საოლქო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი (პირველი მდივანი); ერთდროულად 1921-1922წწ. აჭარის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე; ეკავა საქართველოს კპ ცკ(ბ) პარტიის ისტორიის განყოფილების უფროსის თანამდებობა; 1937 წლის 24 მაისამდე სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი; ამავე დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.263 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |