| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი (ეპისკოპოსი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯიმითი, მაშინდელი სიღნაღის მაზრა. 1889წ. ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ საქართველოს ეგზარქოსის პალადის წინადადებით გამოვიდა სემინარიიდან და 1890წ. 21 იანვარს დიაკვნად და სიონის ეკლესიის წიგნის მკითხველად აკურთხეს. 1897წ. 28 მაისიდან ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის დიაკვანია. 1904წ. 29 თებერვალს ხელდასხმულ იქნა მღვდლად დიაკვნის ადგილზე ქაშვეთში. 1907წ. იმავე ეკლესიის შტატის მღვდელია. 1906-1907წწ. იყო საქართველოს მუზეუმის კომიტეტის წევრი და ხაზინადარი 1908-1912წწ. წლებში პარალელურად მუშაობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის ეკლესიების შემოსავალ-გასავლის წიგნების შემმოწმებელი კომისიის წევრად. 1914წ. 24 ივლისს დაინიშნა მღვდელმსახურად საველე მოძრავ ჰოსპიტალში N481-ბრძოლის ველზე (დასავლეთის ფრონტზე). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1918-1920წწ. თბილისის საოლქო კრების არჩევით, ასრულებდა თბილისის საეპარქიო საბჭოს წევრის მოვალეობას. 1919წ. აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1919-1923წწ. წლებში მუშაობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1923წ. 13 იანვარს დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდეს ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად დაპატიმრებულ იქნა. იგი გაასამართლეს და მიუსაჯეს 5 წლიანი პატიმრობა. განთავისუფლების შემდეგ დაუბრუნდა ქაშვეთის ეკლესიას. 1925წ. 17 ივნისს დაინიშნა თბილისის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ, 1926წ. 17 თებერვალს-საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1927წ. 26 ივნისიდან იყო საკათოლიკოსო სინოდის წევრი. 1930-1943წწ. იყო ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარი. 1943წ. 23 მაისს დიმიტრი ლაზარიშვილი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მეუფე დიმიტრი მართალია იწოდებოდა ნინოწმინდელად, მაგრამ შექმნილი რთული ვითარების გამო (ეპარქიაში არ იყო არცერთი მოქმედი ეკლესია ს.ვ.) წირავდა ქაშუეთის ეკლესიაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

