The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონი (მიტროპოლიტი)

ანტონი
Legal name:სიმონ გიგინეიშვილი
Date of birth:1882
Date of death:24 November, 1956  (at 74 years)
Burial location:ქ. სოხუმი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად გუდაუთის სკოლაში. 1914 წელს იგი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და მსახურობდა სამხედრო პოლკში. I მსოფლიო ომის დროს სასულიერო საქმიანობას ეწეოდა სტავროპოლის ეპარქიაში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით, 1922 წელს დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. ურთულეს პირობებში უხდებოდა სოხუმში მოღვაწეობა, მაგრამ ის მოთმინებითა და დიდი ტაქტით ახერხებდა არსებული პრობლემების მოგვარებას. 1952 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წინადადებით, მღვდელი სიმონ გიგინეიშვილი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. იგი იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1954 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 30


Share: