შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონი (მიტროპოლიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად გუდაუთის სკოლაში. 1914 წელს იგი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და მსახურობდა სამხედრო პოლკში. I მსოფლიო ომის დროს სასულიერო საქმიანობას ეწეოდა სტავროპოლის ეპარქიაში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით, 1922 წელს დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. ურთულეს პირობებში უხდებოდა სოხუმში მოღვაწეობა, მაგრამ ის მოთმინებითა და დიდი ტაქტით ახერხებდა არსებული პრობლემების მოგვარებას. 1952 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წინადადებით, მღვდელი სიმონ გიგინეიშვილი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. იგი იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1954 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 30
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |