Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერი ლომაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1968-1969წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1970 წლიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის სისტემაშია და ხელმძღვანელობს კაპიტალური მშენებლობის განყოფილებასა და სპორტულ ნაგებობათა სამმართველოს; იყო სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; მისი თაოსნობით, სპორტკომიტეტთან შეიქმნა საპროექტო ორგანიზაცია "სპორტპროექტი", ორი სამშენებლო ტრესტი "სპორტმშენი" (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში), მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამშენებლო სამმართველოებით; დაფუძნდა თბილისის, ქუთაისის, მცხეთისა და სენაკის სამშენებლო კომბინატები და სპეციალიზებული სამმართველო; ხელმძღვანელობდა არაერთი სპორტული კომპლექსის მშენებლობასა და რეკონსტრუქციას; მათ შორის აღსანიშნავია ლანჩხუთში საფეხბურთო კლუბ "გურიას" სტადიონი 24000 მაყურებლისთვის, სამდარბაზიანი კორპუსი ფიზკულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ადმინისტრაციული კორპუსით, ველოტრეკი საბურთალოზე, ძიუდოს სპორტული დარბაზი ვაკეში და საერთო საცხოვრებელი ფიზკულტური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, ვერის პარკში მდებარე კალათბურთის დარბაზები, სპორტული ბაზები ლესელიძეში, სათხილამურო ტრამპლინი დაბა ბაკურიანში და სხვა; 1977-2007წწ. იყო გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის დირექტორი; სპორტის ოსტატი კალათბურთში; 1958-1961წწ. იყო თბილისის საკალათბურთო გუნდის "ქარიშხალას" წევრი; 1962-1967წწ. "დინამოს" წევრი; სსრკ ჩემპიონატის ორგზის (1965 და 1967) მესამე პრიზიორი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში, 9 ქვეყნის "დინამოელთა" ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (1964-1965წწ. - სსრკ "დინამოს" ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში), დასახელებულ იქნა სსრკ-ის 25 საუკეთესო კალათბურთელთა შორის (1961 წლის შედეგების მიხედვით); დაჯილდოებულია საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით; არის საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის თავმჯდომარე, საქართველოს "სპორტის რაინდი" (2015). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.348; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.193 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |