Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ ლიონიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სასირეთი, ქარელის რაიონი. განათლება მიიღო ვლადიკავკაზის საქალაქო სასწავლებელში. 1881 წელს დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი, ხოლო 1885 წელს ტფილისის ქვეითთა იუნკერთა სასწავლებელი. 1885-1914 წლებში მსახურობდა 125-ე ვლადიკავკაზის ქვეითთა პოლკში, რაჭის მაზრის უფროსად და ბათუმის მაზრის სამხედრო უფროსად. 1909 წლიდან მსახურობდა მე-14 ქართველ გრენადერთა პოლკში პოდპოლკოვნიკად. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1914-1916 წლებში მეთაურობდა 118-ე ქვეით სათადარიგო ბატალიონს. 1916-1917 წლებში ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1917-1918 წლებში მეთაურობდა კავკასიის ფრონტის 222-ე ქვეითთა პოლკს. 1918 წლის ივლისიდან თადარიგში გადავიდა და დადგა აღრიცხვაზე კავკასიის ფრონტის შტაბში. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში არმიის სამხედრო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსად. 1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, თავადებმა ლიონიძეებმა გადაიკეთეს თავიანთი გვარი – ლეონიძეებად, რათა გადარჩენოდნენ რეპრესიებს საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან. პოლკოვნიკი (1911), ქართველი გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.70; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.376 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |