Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ბაქრაძე![]()
Biographyდაამთავრა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს ინსტიტუტი 1972 წელს. მუშაობდა საქართველოს კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების სახელმწიფო არქივში განყოფილების გამგედ, 1970-1975წწ. "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად. როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო მ/მ ფილმი "შადრევანი" (1972). 1975 წლიდან ქდსპფ სტუდია "მემატიანის" რეჟისორია. გადაიღო 20-ზე მეტი ფილმი. მათ შორის აღსანიშნავია: "მუდამ ძიებაში, გეოლოგები" (1970), "ერთი მრავალთაგანი" (1975), "თეთრი წეროები" (1976), "სესილია თაყაიშვილი" (1980), "დღეს და ყოველდღიურად" (1982), "იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ", "ბედნიერი და უბედური" (1985), "..და მაინც მიუგებს" (ა. ბარაბაძესთან, 1977), "დღეს იქვე" (1988), "გამოღვიძება" (1989), "მე, შენ, ის..." (1989), "წლისთავი"(1990) და სხვ. 1992-1993წწ. მონაწილეობდა აფხაზეთის ომის მოვლენების გადაღებაში. 1977 წელს მიღებული აქვს ეკოლოგიური სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პრიზი (იტალია) ფილმისთვის "თეთრი წეროები"; 1981 - საკავშირო კინოფესტივალის პრიზი, ორიგინალური კინოენისთვის ფილმისთვის "სესილია თაყაიშვილი" (1981). კინორეჟისორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 48; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |