შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს ინსტიტუტი 1972 წელს. მუშაობდა საქართველოს კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების სახელმწიფო არქივში განყოფილების გამგედ, 1970-1975წწ. "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად. როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო მ/მ ფილმი "შადრევანი" (1972). 1975 წლიდან ქდსპფ სტუდია "მემატიანის" რეჟისორია. გადაიღო 20-ზე მეტი ფილმი. მათ შორის აღსანიშნავია: "მუდამ ძიებაში, გეოლოგები" (1970), "ერთი მრავალთაგანი" (1975), "თეთრი წეროები" (1976), "სესილია თაყაიშვილი" (1980), "დღეს და ყოველდღიურად" (1982), "იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ", "ბედნიერი და უბედური" (1985), "..და მაინც მიუგებს" (ა. ბარაბაძესთან, 1977), "დღეს იქვე" (1988), "გამოღვიძება" (1989), "მე, შენ, ის..." (1989), "წლისთავი"(1990) და სხვ. 1992-1993წწ. მონაწილეობდა აფხაზეთის ომის მოვლენების გადაღებაში. 1977 წელს მიღებული აქვს ეკოლოგიური სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პრიზი (იტალია) ფილმისთვის "თეთრი წეროები"; 1981 - საკავშირო კინოფესტივალის პრიზი, ორიგინალური კინოენისთვის ფილმისთვის "სესილია თაყაიშვილი" (1981). კინორეჟისორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 48; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |