| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ლომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის 1971 წელს. 1971-1977წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") კარკასულ შენობათა განყოფილებაში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1977-1995წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1996 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მთავარ ინჟინრად; დაინიშნა ახლადშექმნილი სს "თბილმრეწვმშენ-3"-ის მთავარ ინჟინრად, ტექნიკურ დირექტორად; მონაწილეობდა მაუდ-კამვოლის კომბინატის, გლდანის რაიაღმასკომისა და რაიკომის შენობების, "საქმშენის" ბაზის (საბურთალოზე), პოლიკლინიკის (ვაჟა-ფშაველას გამზირზე) ქ. თბილისში, საცხოვრებელი მასივების (ნუცუბიძის პლატოზე, დიდ დიღომში, ვაშლიჯვარში) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული მიწისძვრების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში იმერეთის რეგიონში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.350; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 170 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

