Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ლომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. 1942-1945 წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე, იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; დემობილიზაციის შემდედ მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს ტრესტ "საქჩაის" სისტემაში; 1950 წელს დაინიშნა წყალტუბოს სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1956 წელს გადაიყვანეს სოხუმის შუშის ქარხნის მშენებლობაზე სამმართველოლს უფროსად; 1960 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" რკინაბეტონის კომბინატის დირექტორი; 1970 წელს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ (მშენებლობის დარგში); ასევე, მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; მონაწილეობდა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, როგორებიც იყო: წყალტუბოში სსრკ მეტალურგიული მრეწველობისა და ნავთობმრეწველობის სამინისტროების და სხვა საუწყებო სანატორიუმები; საქართველოში პირველად დანერგა ცხრამეტრიანი ღრუტანიანი ფილების გამოშვება სართულთაშორისი და სხვენების გადახურვებისთვის, ასევე, გადახურვა წვრილი საკედლე ბლოკების მეშვეობით; რუსთავის რკინაბეტონის კომბინატის ხელმძღვანელობისას შეიმუშავა და წარმოებაში დანერგა ბეტონის დიდ დიამეტრიანი (500-2500 მმ) მილების უარმატუროდ დამზადების ტექნოლოგია არაწნევიანი მილსადენებისათვის, რომელიც წარმატებით გამოიყენეს მთელ საბჭოთა კავშირში (კერძოდ, მოსკოვში, კიევში, კიშინიოვსა და ბაქოში); ამავე პერიოდში შექმნა და ბულაჩაურის წყალსადენის მშენებლობაზე დანერგა მაღალი წნევის წყალსადენებისთვის განკუთვნილი არმოცემენტის დიდდიამეტრიანი მილები; ხელმძღვანელობდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ობიექტების, მათ შორის, ქირურგიული, თერაპიული და ბავშვთა საავადმყოფოების მშენებლობას; ამავე პერიოდში განახორციელა მოცულობითი ბლოკების დამზადება პოლიგონური მეთოდით და მათი გამოყენებით პირველად, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში არაერთი საავადმყოფო აშენდა; იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი; დაჯილდოებული იყო მრავალი მედლით, საუწყებო საპატიო სიგელით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.350-351; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.90; წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.421 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |