The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომანოზ რაზმაძე

ოფიციალური სახელი:რომანოზ ზუბაშვილი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1811
კატეგორია:სასულიერო პირი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

რაზმაძე სასულიერო პირი იყო. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ერეკლე II-ის, ქუთაისის და სოფელ წესის სტამბების აღდგენა-დაარსებაში. 20 წელი მსახურობდა ერეკლე II-ის სტამბაში. იქ 1786 წელს დაბეჭდა "სახარება", 1788 წელს - "ზატიკი", 1790 წელს - "დაუჯდომელი", 1791 წელს - "ჟამნი", "სამოციქულო" და " სახარება", 1793 წელს - "კონდაკი", "მარხვანი", "მცირე ლოცვანი" და სხვა. 1795 წელს თბილისის აოხრებისა და სტამბის დანგრევის შემდეგ რაზმაძე მოზდოკს გადავიდა გაიოზ რექტორთან. მოზდოკში სტამბის დაარსების შემდეგ, 1796-1797წწ. სოლომონ II-ის მიწვევით სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სტამბის გამართვის საქმეში, ხოლო გ. პაიჭაძის მოსკოვში გადასვლის შემდეგ სტამბას თვითონ ჩაუდგა სათავეში. ქართველი მესტამბე, გამომცემელი. მოღვაწეობდა XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.291


გააზიარე: