Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამო ბეკ-ნაზაროვი![]()
Biographyსწავლობდა მოსკოვის კომერციულ სასწავლებელში. 1914-1919წწ., როგორც მსხიობი მონაწილეობდა კინოგადაღებებში. დიდი პოპულარობა მოუტანა ევგენი ბაუერის, ივანე პერესტიანის და ვლადიმერ გარდანის ფილმებში მონაწილეობამ. 1920-1921წწ. გამოდიოდა "მოსსოვეტის" თეატრის და ხარკოვის სახალხო თეატრის სცენებზე. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ჩამოვიდა საქართველოში. მოღვაწეობდა რუსულ დრამატულ დასში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონაწილეობდა სომხური, აზარბაიჯანული და ქართული კინემატოგრაფების ჩამოყალიბებაში. 1921 წელს ალექსანდრე წუწუნავასთან, გერმანე გოგიტიძესთან და ზაქარია ბერიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოს "განსახკომის" კინოსექცია. იყო ამ სექციის, შემდეგ კი "სახკინმრეწვის" აღმასრულებელი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. შეასრულა დურმიშხანის როლი ფილმში "სურამის ციხე" (ი. პერესტიანი, 1922). დადგა თავისი პირველი ფილმი "მამის მკვლელი" (ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის მიხედვით), 1923). საქართველოში გადაიღო კიდევ ორი მხატვრული ფილმი: "დაკარგული საუნჯე" (1924) და "ნათელა" (1926). სომხეთის სახკომსაბჭოს მიწვევით 1925 წელს სათავეში ჩაუდგა სომხეთის ეროვნულ კინემატოგრაფიას. 1925-1960წწ. სომხეთისა და აზერბაიჯანის კინოსტუდიებში გადაიღო რამდენიმე ფილმი. 1965 წლიდან კ/სტ "არმენფილმი" ბეკ-ნაზაროვის სახელს ატარებს. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 50; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; facebook.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |