შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში", საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2, N4 და N12 სამშენებლო ტრესტებში - მთავარ ინჟინრად, გორის სახლსამშენებლო კომბინატის უფროსად; 1980 წლიდან იყო სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსის მოადგილე, ფირმა "თბილქალაქმშენის" ვიცე-პრეზიდენტი; 1993 წლიდან მუშაობს ქ. მოსკოვის სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებსა და სამშენებლო ორგანიზაციაში; მონაწილეობს ძირითადად ბინათმშენებლობის ობიექტების დაპროექტება-მშენებლობაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საცხოვრებელი და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობაში საქართველოს რეგიონებში, თბილისის საცხოვრებელი მასივების განაშენიანება-კეთილმოწყობაში; მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციაში (ტიუმენის ოლქში), მიწისძვრისა (საჩხერის რაიონში) და ატომური სადგურის ავარიის შედეგად (ჩერნობილში) დაზარალებულთათვის სახლების მშენებლობაში და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.354-355
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |