Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1963 წელს. 1963 წლიდან მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" აპარატში სამმართველოს უფროსად, სათაო სამშენებლო სამმართველო "სამგორწყალმშენის" მთავარ ინჟინრად; ხელმძრვანელობდა ისეთი მნიშვნელოვანი წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობას, როგორებიცაა: ალგეთის, დალის მთის წყალსაცავი, ზემო სამგორის, "ტბისი-კუმისის", ზემო ხაშურის, ალაზნის სარწყავი სისტემები, კოლხეთის დაბლობის დაშრობის სამუშაოები, საწარმოო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.355 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |