Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რობერტ ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1959 წელს. 1960-1963წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საკარიერო მეურნეობის კომბინატში ბრიგადირად და ბურღვა-აფეთქების ოსტატად; 1963-1966წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს გეოლოგიურ-სადაზვერვო კანტორაში ოსტატად და უფროს სამთო ოსტატად; 1966-1972წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს სამმართველოში მთავარ მექანიკოსად, მთავარ ინჟინრად; 1972-1976წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამთო ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტის ინსპექტორი; 1976-1977წწ. საკავშირო ტრესტ "ფეთქმრეწვის" საქართველოს სპეცსამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1977-1981წწ. ამავე სამმართველოს უფროსი; 1981 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს წიწამურის საკარიერო მეურნეობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.356 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |