The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ ლორთქიფანიძე

რობერტ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1934  (91 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1959 წელს.

1960-1963წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საკარიერო მეურნეობის კომბინატში ბრიგადირად და ბურღვა-აფეთქების ოსტატად; 1963-1966წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს გეოლოგიურ-სადაზვერვო კანტორაში ოსტატად და უფროს სამთო ოსტატად; 1966-1972წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს სამმართველოში მთავარ მექანიკოსად, მთავარ ინჟინრად; 1972-1976წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამთო ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტის ინსპექტორი; 1976-1977წწ. საკავშირო ტრესტ "ფეთქმრეწვის" საქართველოს სპეცსამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1977-1981წწ. ამავე სამმართველოს უფროსი; 1981 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს წიწამურის საკარიერო მეურნეობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.356

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: