Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიკო ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1932 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო სტუდენტობაში და განვლო პროფესიული საქმიანობის ყველა საფეხური, მუშიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს გაერთიანება "საქმინწყლების" მთავარ ინჟინრამდე; ასრულებდა საქართველოს სსრ ვაჭრობის სახალხო კომისარიატის მთავარი ინჟინრის მოვალეობას; იყო სამამულო ომის მონაწილე.; II მსოფლიო ომის შემდეგ მუშაობდა თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში, საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "მსუბუქმრეწვმშენის" მმართველად, გორის ბამბეულის კომბინატის დირექტორად; 1955-1961წწ. იყო საქართველოს სსრ მშენებლობის მინისტრი; 1962 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1963 წლიდან კი საქართველოს სსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1967 წელს დაინიშნა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრად, სადაც მუშაობდა 1972 წლამდე; 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს აპარატში მრჩევლად; დაჯილდოებული იყო საბრძოლო ორდენებითა და მედლებით; ომის პერიოდში მინიჭებული ჰქონდა ტექნიკური ჯარების პოლკოვნიკის წოდება, იყო ვეტერან მეომართა რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.356 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |