The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ელერდაშვილი

ალექსანდრე ელერდაშვილი
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1956
გარდაცვ. თარიღი:23 მაისი, 2021  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის განხრით 1978 წელს.

თანამშრომლობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მთარგმნელობით კოლეგიასთან. 1996 წლიდან არის გაზეთ "ფანტაზიის" და მასთან არსებული გამომცემლობის მთავარი რედაქტორი. არის მთარგმნელთა კლუბის ხელმძღვანელი. მისი პირველი თარგმანები დაიბეჭდა სტუდენტობის პერიოდში "უნივერსიტეტის გაზეთში". თარგმნილი აქვს არა ერთი პოეტური კრებული, სადაც შესულია რუდაქის, ფირდოუსის, ხაიამის, რუმის, პეტრარკას, შექსპირის და სხვა პოეტთა ლექსები. გამოცემული აქვს უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (სამ ტომად), სპარსულ-ქართული ლექსიკონი, სპარსული ქრესტომათია, პოეტური თარგმანის ანთოლოგია.

წყარო: ალექსანდრე ელერდაშვილი: blogger.com; ქართველი მთარგმნელები: mtargmnelebi.blogspot.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2017-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ქართველი პოეტები : ენციკლოპედია (შემდგენელი). - თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2021. - 434გვ.. - ISBN: 9789941975066
  • წვიმის ელეგია : 2020 წლის გაზაფხულის პოეტური ალმანახი : მთარგმნელთა კოლეგიის წევრების პოეზია (შემდგენელი). - თბილისი, პს "საჩინო", 2020. - 120გვ.. - ISBN: 9789941967832
  • სპარსული ქრესტომათია : XVI-XIX საუკუნეები (თანაავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 343გვ.. - ISBN: 9789941228964
  • პოეტური თარგმანის ანთოლოგია : ქართველ მთარგმნელთა შემოქმედება (შემდგენელი). - თბილისი, უნივერსალი, 2017. - 324გვ.. - ISBN: 9789941229305

გააზიარე: