The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელა აფციაური

ლელა აფციაური
Date of birth:2 January, 1963  (61 years)
Category:Sociologist, Athlete

Biography

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1985 წელს; სახელმწიფო ცენტრალური ლენინის სახ. ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ასპირანტურა 1988 წელს (რუსეთი, მოსკოვი); მოსკოვის სახელმწიფო საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის გამოყენებითი სოციოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელს (ბუევას ჯგუფი); საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2007 წელს (სამოქალაქო სამართალი).

1988-2007 წწ. იყო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი; 1996-2005 წწ. სპორტის მენეჯმენტისა და ისტორიის კათედრის გამგე; 1998-1999 წწ. საქართველოს პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნიერთა I ხარისხის სტიპენდიანტი; 1999 - საერთაშორისო ორგანიზაცია "Special Olympics (ინტელექტდაქვეითებული და სხვა ნაკლის მქონე ადამიანების ფიზიკური რეაბილიტაცია და სოციალური ინტეგრაცია) I კატეგორიის ინსტრუქტორი; 2001 წლიდან ევროპის სპორტის მეცნიერებათა ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპის საინვალიდო სპორტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან საქართველოს ოლიმპიური აკადემიის რექტორი; 2005-2006 წწ. სპორტის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2006-2007 წწ. სპორტის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; 2009 წწ. ილ. ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი; 2009-2010 წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაცია "Special Olympics" ინტელექტდაქვეითებულ და სხვა ნაკლის მქონე ადამიანთა მოტორული აქტიურობისა და ფსიქო-სოციალური ინტეგრაცია - უმაღლესი კატეგორიის ტრენერი; 2010 წლიდან უნივერსიტეტ გეომედის სრული პროფესორი; 2011 - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სახლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელთა სასერთიფიკატო ტრენინგების ტრენერი; 2012 - ტრენინგ მოდულის - "ჯანმრთელობა და უსაფრთხოება" ავტორი და ტრენერი; 2014 -2015 წწ. "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის" საგნობრივი ჯგუფის წევრი - სპორტის ექსპერტი; 2013 - საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო ტრენინგში, კითხულობს ლექციების კურსს საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში; მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესია: პიროვნების სოციოლოგია, სპორტის სოციოლოგია, განათლების სოციოლოგია, ადაპტიური და პარაოლიმპიური სპორტი, ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენის მქონე ადამიანთა ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაცია, განათლება და ინტეგრაცია. გამოქვეყნებული აქვს ექვსი სახელმძღვანელო ფიზიკური აღზრდისა და სახელმძღვანელო სკოლის მასწავლებლებისათვის (1-6 კლასები), 65 სამეცნიერო ნაშრომი და სტატია. პედაგოგიკის დოქტორი, პროფესორი.

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1997-)
  • საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი, პრეზიდენტი (2012-2015)
  • საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი, ვიცე პრეზიდენტი (2015-)
  • საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი, წევრი (2005-)
  • საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტთან არსებული საკოორდინაციო-სამეცნიერო საბჭო, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი (2006-)
  • საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭო, წევრი (2012-)
  • სპორტის სოციოლოგთა მსოფლიო ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2000-)

Bibliography


Share: