The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოქროპირ მაგრაქველიძე

ოქროპირ მაგრაქველიძე
Date of birth:1948  (76 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს.

1972-1977წწ. იყო სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "საქკომუნრემმშენის" სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ბრიგადირი; 1977-1978წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1978-1986წწ. ჟინვალის ჰიდროენერგოსადგურის მშენებლობაზე სამშენებლო უბნის ოსტატად და უფროსად; 1987-1993წწ. იყო სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "კავგვირაბმშენის" N23 საგვირაბო რაზმის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე, სამშენებლო ტრესტ "საქგვირაბმშენის" N25 საგვირაბო რაზმის მთავარი ინჟინერი, ამავე რაზმის უფროსი; 1993-1995წწ. იყო დახურული ტიპის სს "N2 საგვირაბო რაზმის" გენერალური დირექტორი; 1995-2001წწ. სააქციო საზოგადოება "N44 საგვირაბო რაზმის" მოსკოვის N2 ფილიალის დირექტორი; 2001 წლიდან შპს სამშენებლო სამმართველო "ხიდებისა და გვირაბების" გენერალური დირექტორია; ხელმძღვანელობდა კავკასიონის ქედის ზონაში საუღელტეხილო რკინიგზის, ქ. მოსკოვისა და მისი შემოგარენის მაგისტრალურ გზებზე ხელოვნურ ნაგებობათა მშენებლობას, ასევე, მოსკოვის მეტროპოლიტენის სასადგურო კვანძების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.359


Share: