The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ მათიაშვილი

ზურაბ მათიაშვილი
Date of birth:7 November, 1954  (69 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1978 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სტუდენტთა საპროექტო ბიუროში არქიტექტორად, შემდგომ იყო უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის უფროსი და ბიუროს უფროსის მოადგილე; პრაქტიკული შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, 1985 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრაზე, სადაც იყო უფროსი პედაგოგი; 1998 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; 2014 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მისი ძირითადი და რეალიზებული ნამუშევრებია: ადმინისტრაციული შენობა და სპორტული დარბაზი სოფელ მარტყოფში, ექსპერიმენტულ-საჩვენებელი სოფელი "ხორნაბუჯი" სიღნაღის რაიონში (ვ. დავითაიასა და თ. გოგოლაშვილთან ერთად), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ბეთანიაში, წყნეთში, საგურამოში, ბაკურიანში, თბილისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ქ. თბილისში დიღმის მასივსა და ვერის უბანში (არქ. ლევან მათიაშვილთან ერთად, 1999), წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ წინუბანში (2000), წმინდა სამების სახელობის ეკლესიის რეკონსტრუქცია სოფელ მარტყოფში (2001), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ფიზკულტურის ქ. N1-ში (2002), სასტუმრო "ვილა პალასი" დაბა ბაკურიანში (2003-2005), "გრანდ ვეჯინი" რუსთავში (2012), ინდივიდუალური სახლები ბეთანიაში, სარეაბილიტაციო ცენტრი ბაზალეთის ტბაზე, საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში, სასწავლო-სამეცნიერო კორპუსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, მრავალსართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ტყვარჩელის ქ. N2-ში (არქ. ლევან შავლიაშვილთან ერთად), კუმისის სამონასტრო კომპლექსი (არქ. ლევან შავლიაშვილთან ერთად); მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში: 1984 წელი - "დიდგორის ბრძოლის მემორიალი" - III პრემია (მოქანდაკე თ. კიკალიშვილთან და თ. დალაქიშვილთან ერთად), 1999 წელი - ქ. თბილისი, სასტუმრო "ვაკეს" რეკონსტრუქციის კონცეფცია, II პრემია, 1986 წელი - ქ. მოსკოვი, ახალგაზრდა არქიტექტორთა შემოქმედების დათვალიერება-კონკურსი, II პრემია და დათვალიერება-კონკურსის ლაურეატის წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.360

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1985-)

Share: