The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ მათითაშვილი

გურამ მათითაშვილი
Date of birth:1934
Date of death:2016  (at 82 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1968-1969წწ. მუშაობდა N0908 სამშენებლო საწარმოში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N5 სამმართველოში - მთავარ ინჟინრად; 1970-1976წწ. ქ. სოხუმის სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომში - კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგედ, თავმჯდომარის მოადგილედ; 1974-1977წწ. იყო აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი, ქ. სოხუმის სახალხო დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1977-1979წწ. აფხაზეთის ასსრ საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარე; 1979-1990წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილების გამგედ; 1991-1997წწ. სააქციო საზოგადოება (შემდგომში დეპარტამენტი) "საქგაზის" კაპიტალური მშენებლობის დირექციის დირექტორად; 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა სს "საქტრანსგაზმრეწვის" კაპიტალური მშენებლობისა და რემონტების განყოფილებას; არის საქართველოსა და სსრკ გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.361

Awards and Honors

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: