Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ მაისაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1950 წელს. 1950-1954წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში" ინჟინრად, სამშენებლო ტრესტ "თბილმეტრომშენში" - ოსტატად და ცვლის უფროსად; 1954-1956წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქსურსათმშენის" N8 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1956-1957წწ. ამავე ტრესტის გურჯაანის N6 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1957-1972წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის ლილოს რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნის მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1972-1977წწ. შემდეგ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ მთავარი ინჟინერი; 1977-1997წწ. ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული IV მთავარი სამმართველოს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს; 1997 წლიდან ამავე სამმართველოს ბაზაზე შექმნილი შპს "სპეცმედმშენის" დირექტორია; მისი მონაწილეობით აიგო გურჯაანის, ხირსის, წნორის, ვაზისუბნის, შრომისა და სხვა ღვინის ქარხნები, გურჯაანის, სიღნარისა და ლაგოდეხის რაიონებში; ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული თბილისის, ლიკანის, წყალტუბოს, გაგრის, ქობულეთის, მწვანე კონცხისა და ბათუმის საკურორტო-სამკურნალო ობიექტების მშენებლობა-რემონტსა და რეკონსტრუქციას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.361 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |